2019 წელს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 14,58%-ით შემცირდა

4

ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14,58%-ით შემცირდა.

ორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს, იანვრიდან-მაისის პერიოდში, სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ ჯამში 209,68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2018 წლის ანალოგიური მაჩვენებელი კი 245 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა.

მაისში, აშშ-მა გაზარდა საბაჟო გადასახადი ჩინურ საქონელზე და დაახლოებით 300 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის საპასუხოდ, ჩინეთმა ივნისიდან აგრეთვე გაზარდა ტარიფები ამერიკულ პროდუქციაზე და 60 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წელს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის მთელს ჩინურ ექსპორტზე მთლიანობაში 500 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის საბაჟო გადასახადები დაეწესებინა.

ივნისის დასაწყისში, ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ გამოსცა თეთრი წიგნი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა ერთადერთი სწორი არჩევანია. ამასთან, ჩინეთში განაცხადეს, რომ ქვეყანა მზად არის მიიღოს ერთობლივი გადაწყვეტილება აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიებისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის დასრულების მიზნით.

Comments
Loading...