2019 წელს, რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 110,75 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

4

2019 წელს, რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3,4%-ით გაიზარდა და 110,75 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის მთავარი საბაჟო სამმართველო ავრცელებს.

ექსპორტი რუსეთში 3,6%-ით გაიზარდა და 49,7 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. რუსეთის მიერ ჩინეთისთვის საქონლის მიწოდების მაჩვენებელი კი 61,05 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ დეკემბერში, რუსეთსა და ჩინეთს შორის ექსპორტისა და იმპორტის საერთო მაჩვენებელმა 10 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

როგორც სამმართველო იუწყება, ჩინეთისა და აშშ-ის სავაჭრო ომის ფონზე, ამ ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებელი 14,6%-ით დაეცა და 541,22 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...