2019 წელს პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 60 აშშ დოლარს გადააჭარბა

6

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, ნიუ-იორკის ბირჯებზე 5%-ზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 61,69 აშშ დოლარი შეადგინა.

მოგვიანებით მისი ფასი ოდნავ დაიწია და 61,38 აშშ დოლარი სეადგინა. სავაჭრო სესიის განმავლობაში კი, Brent-ის მარკის ნავთბი 2 აშშ დოლარზე მეტად გაძვირდა და ჯერ 60 აშშ დოლარიანი ზღვარი გალახა, შემდეგ კი 61 აშშ დოლარიანი, რაც 2019 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ბოლოს, Brent-ის მარკის ნავთობი ბარელზე 61 აშშ დოლარი გასული წლის 17 დეკემბერს ღირდა.

სავაჭრო სესიის განმავლობაში კოტირების ზრდა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ფონზე მოხდა. აგრეთვე გავრცელებული ინფორმაციის ფონზეც, რომლის მიხედვითაც აშშ-ის საცავებში ნავთობის მარაგი შემცირდა. ფასის გაზრდა აგრეთვე გახდა საუდს არაბეთის განცხადება ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირების შესახებ.

Comments
Loading...