2019 წელს ეკონომიკის სამინისტრო ელექტროენერგიის იმპორტის გაორმაგებას ელოდება

15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში 2 მლრდ 820.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტია პროგნოზირებული, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებლებს (1 მლრდ 498.0 მლნ კვტ.სთ) დაახლოებით, 47%-ით აღემატება.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, ესკო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოში 1 მლრდ 281.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.

2018 წლის იანვარ-ნოემბრის ჯამური სტატისტიკის თანახმად, ელექტროენერგიის საექსპორტო მაჩვენებლები იმპორტს 54%-ით ჩამოუვარდება და 588.6 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.

2019 წლის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით კი, მთავრობა საქართველოდან 696.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტს ვარაუდობს, რაც მიმდინარე წლის პროგნოზს 15%-ით აღემატება.

Comments
Loading...