2018 წლის IV კვარტალში, უმუშევრობის მაჩვენებელი კაცებში 2.6%-ით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს

15

2018 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.6 პროცენტი შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალებში შემცირდა 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაიზარდა 0.6 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2018 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში – 55.6 პროცენტის ფარგლებში იყო, მაშინ როდესაც კაცებში – 72.8 პროცენტს შეადგენდა. წინა კვარტალთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი შემცირებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში შესაბამისად 0.5 და 1.1 პროცენტული პუნქტებით.

Comments
Loading...