2018 წლის III კვარტალში, საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1186,7 ლარია

23

2018 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1186,7 ლარს გაუტოლდა.

გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 43,2 ლარით, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 892,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 55,4 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 1192,8 ლარი;
• საშუალო ბიზნესი – 1374,6 ლარი;
• მცირე ბიზნესი – 1070,0 ლარი.

Comments
Loading...