- Advertisement -

2018 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 25 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა

20

2018 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 25 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.3 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.1 პროცენტით გაუფასურდა. წლიურ დონეზე, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 6.3 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 10.6 პროცენტით გამყარდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.5803-დან 2.6151-მდე შეიცვალა, ანუ 1.3 პროცენტით გაუფასურდა.

Comments
Loading...