2018 წლის ნოემბრიდან მოყოლებული პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 72 დოლარს გადააჭარბა

2

Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, 2018 წლის 8 ნოემბრიდან მოყოლებული, ბარელზე პირველად შეადგინა 72 აშშ დოლარი. ამაზე Investing.com-ის მონაცემები მოწმობს.

Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასმა, 08:43 საათისთვის, ლონდონის ICE-ს სავაჭრო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას ბარელზე 72,02 აშშ დოლარი შეადგინა.

აგრეთვე აიწია მაისის ფიუჩერსების ფასმა WTI-ის მარკის ნავთობზე და ბარელზე 64,52 აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის 8 ნოემბრიდან მოყოლებული, Brent-ის მარკის ნავთობის ფასის მაქსიმალური მაჩვენებელი აქამდე 72,10 აშშ დოლარი ბარელზე იყო.

Comments
Loading...