2018 წლის მიწურულს, ვენესუელაში ინფლაციის მაჩვენებელი 1 700 000%-ით გაიზარდა

7

2018 წლის მონაცემებით, ვენესუელასი სამომახმრებლო ფასები 1 698 488%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე, ვენესუელის ეკონომმიკური და ფინანსური განვითარების კომისიის ხელმძღვანელმა რაფაელ გუსმანმა განაცხადა.

“2018 წელი თითქმის 1 700 000%-იანი ინფლაციით დასრულდა. ამ მაჩვენებლით ვენესუელა გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი იმ სამი ქვეყნიდან, სადაც ისტორიაში ყველაზე დიდი ინფლაცია დაფიქსირდა”, – წერს გუსმანი ტვიტერზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენესუელის გადახდისუნარიანი ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნის ხელისუფლების უზურპაციის შედეგია, ხოლო ინფლაციას ქვეყნის ცენტრალური ბანკი იწვევს.

ვენესუელის პარლამენტს ოპოზიცია მართავს. პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინაათმდეგ გამოდის და მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურად, ლეგიტიმურად არ სცნობს.

ვენესუელაში, გამწვავებული ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც თან ერთვის ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და სამომხმარებლო პროდუქციისა და წამლების დეფიციტი უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც გრძელდება.

Comments
Loading...