- Advertisement -

2018 წლის კვლევის მიხედვით „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა

222

მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაცია ACT-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ სადაზღვევო კომპანიებს შორის ყველაზე დიდი ნდობა საზოგადოებას ჯიპიაი ჰოლდინგის მიმართ აქვს.

ნდობის რეიტინგში ტოპ სამეულში შევიდა ასევე იმედი ელი და ალდაგი. კვლევით დგინდება, რომ სანდოობას რამდენიმე ძირთადი პატარემტრი განაპირობებს: სადაზღვევო კომპანიის ფინანსური სტაბილურობა და სიძლიერე, დანაპირების შესრულების ხარისხი და ცნობადობა.

ამავე კვლევით დგინდება, რომ რესპოდენტთა 15% არც ერთ სადაზღვევო კომპანიას არ იცნობს, ხოლო 20% არც ერთ სადაზღვევოს ენდობა. შესაბამისად, სადაზღვევო ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაზღვევის მოხმარების დაბალი პენეტრაცია და ზოგადად, სადაზღვევო მომსახურების ცნობადობის დაბალი მაჩვენებლი იკვეთება.

 

კვლევამ საზოგადოებაში  სადაზღვევო კომპანიების მიმართ ცნობადობა და ნდობის მაჩვენებელი შეისწავლა. კვლევის არეალი თბილისით შემოიფარგლა და მასში პირდაპირი ინტერვიუს წესით 25-65 წლამდე პირები შემთხვევითი შერჩევის გზით გამოიკითხნენ. მათ შორის იყვნენ როგორც დაზღვევით მოსარგებლე, ისე არამოსარგებლე პირები.

Comments
Loading...