- Advertisement -

2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 2.2% შეადგინა

58

2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.6 პროცენტით შემცირდა.

ივნისში მაისთან შედარებით, აღსანიშნავია ბენზინის მცირედით (2.9 პროცენტი) გაძვირება და სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულისა და ყველის გაიაფება.

2018 წლის დასაწყისიდან ერთჯერადი ფაქტორების გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე თითქმის ამოიწურა, რის გამოც, ამ პერიოდიდან მან შემცირება დაიწყო. თუმცა ერთჯერადი ფაქტორებიდან კვლავ მოქმედებს გაზის გადასახადის მომატება, რაც გასული წლის აგვისტოში მოხდა. ამას დაემატა 2018 წლის იანვრიდან წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება. აღნიშნული კომუნალური გადასახადების მატების გავლენამ წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ივნისში 0.4 პ.პ შეადგინა.

ივნისში წლიურმა ინფლაციამ სურსათის ჯგუფში 0.6 პროცენტი, ხოლო მისმა გავლენამ ინფლაციის მაჩვენებელზე 0.2 პ.პ შეადგინა. საგრძნობლად გაძვირებულია მწვანილი (53 პროცენტი). მნიშვნელოვნად გაიაფდა კომბოსტო (47 პროცენტი), შაქარი (18 პროცენტი) და კარტოფილი (13 პროცენტი).

სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია საწვავის და თამბაქოს გაძვირება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტებზე გასულ წელს აქციზის გადასახადის მომატების ეფექტი ამოიწურა, მათი გაძვირების გავლენა ივნისის წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ მაღალი იყო. კერძოდ, თითოეული მათგანის წვლილმა შესაბამისად 0.6 და 0.3 პ.პ შეადგინა. საწვავის გაძვირება მსოფლიოში ნავთობის ფასების მატებას უკავშირდება.

საწვავზე შედარებით მაღალი ფასების გამო, საბაზო ინფლაცია ივნისში მთლიან ინფლაციასთან შედარებით კვლავ დაბალი იყო და 1.6 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.

Comments
Loading...