2018 წლის ივლისში შემოსულმა ფულადის გზავნილების ნაკადის მოცულობამ 144.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

50

2018 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 144.2 მლნ აშშ დოლარი, (352.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით (23.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.8 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.9 მლნ აშშ დოლარი (46.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.8 მლნ აშშ დოლარისა (38.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

Comments
Loading...