- Advertisement -

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა 19.6%-ით გაიზარდა

4

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 533.0 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 13.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს.

იმპორტმა 1 950.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (21.5 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.2 პროცენტი შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 483.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 19.6 პროცენტით აღემატება.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.5 პროცენტით განისაზღვრა.

Comments
Loading...