- Advertisement -

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, დსთ-ის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა 29.2%-ით გაიზარდა

6

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 161.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 47.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.5 პროცენტს შეადგენს.

იმპორტი 1 942.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (20.3 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტს შეადგენს.

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 104.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 29.2 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.5 პროცენტი იყო.

Comments
Loading...