2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.6%-ით გაიზარდა

15

2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 324.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნული რიცხვი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 033.5 მილიონი აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 291.2 მილიონი აშშ დოლარი (16.8 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...