2018 წლის დეკემბერში, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 533.7 მლნ ლარით გაიზარდა

10

2018 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 533.7 მლნ ლარით გაიზარდა და 26.16 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 19.5 პროცენტი შეადგინა.

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 17.3 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის მატებაზე გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ასევე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ.

დეკემბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 85.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.3 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 38.1 პროცენტს შეადგენდა.

Comments
Loading...