2018 წლის აპრილიდან მოყოლებული, ოქროს ფასმა მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

9

ოქროს ღირებულებამ, 2018 წლის აპრილიდან მოყოლებული მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ Market Watch იუწყება.

დილით, ჩრდილოამერიკული დროით, ოქროს ღირებულება ტროის უნციაზე 1361,10 აშშ დოლარს შეადგენდა. ამასთან, ვებ-გვერდზე აღნიშნული იყო, რომ ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ოქროს მაქსიმალურმა ფასმა 1362,20 აშშ დოლარს მიაღწია.

Market Watch-ის მონაცემებით, ერთ თვეში ზრდამ 5,75% შეადგინა, ხოლო წლიურმა ზრდის მაჩვენებელმა – 5,37%.

Comments
Loading...