2018 წლის ათი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტში ჩამომფრენი მგზავრების 54% ტურისტია

15

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 10 თვის მონაცემებით, 129,426 ტურისტს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის 54%-ს შეადგენს და 24%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი –  101,590 ტურისტი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი დღითიდღე მატულობს. ათი თვის მონაცემებით, ჩვენი აეროპორტით 512, 386 მგზავრმა ისარგებლა. საგულისხმოა, რომ აქედან 54 % საერთაშორისო მოგზაურია, რომელიც ტურისტული მიზნებით შემოდის საქართველოში.

მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშოები.

ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება.

Comments
Loading...