2018 წელს ჩინელმა გამომგონებლებმა აშშ-ში რეკორდული რაოდენობის პატენტები შეისყიდეს

6

2018 წელს ჩინელმა გამომგონებლებმა აშშ-ში რეკორდული რაოდენობის პატენტები შეისყიდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს, რომელიც United States Patent and Trademark Office, USPTO-ს მონაცემებს ეყრდნობა.

მთლიანობაში, წლის განმავლობაში ჩინური კომპანიების წარმომადგენლების მიერ 12 589 პატენტი იქნა შესყიდული, რაც 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება.

2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ჩინელი გამომგონებლების მიერ შესყიდული პატენტების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა, რაც ყველა სხვა ქვეყანას შორის აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითისთვის, გერმანიის წარმომადგენლებმა აშშ-ში 14,8 პატენტი შეისყიდეს, რაც გასულ წელთან შედარებით 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

Bloomberg აგრეთვე აღნიშნავს, რომ ჩინური კომპანიების მიერ პატენტების შესყიდვის ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ჩინელები საკუთარი ტექნოლოგიების შემუშავების აქტივიზაციას ახორციელებენ.

პატენტების შემსყიდველი რეიტინგის უდაო ლიდერი კი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის გამომგონებლებმაც წლის განმავლობაში 143 ათასი პატენტი შეისყიდეს. ამასთან, აქედან მხოლოდ IBM-მა 9,1 პატენტი შეისყიდა, რისი წყალობითაც, იგი შესყიდული პატენტების რაოდენობით, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ლიდერი 26-ედ გახდა.

პატენტების შემსყიდველი კომპანიების ათეულში აგრეთვე მოხვდნენ Intel (2,7 ათასი პატენტი), Microsoft (2,4 ათასი), Qualcomm (2,3 ათასი), Apple (2,2 ათასი), Ford (2,1 ათასი), Samsung Electronics (5,8 ათასი), Canon (3,1 ათასი), LG Electronis (2,5 ათასი) და Taiwan Semiconductor Manufacturing Co. (2,5 ათასი).

Comments
Loading...