2018 წელს საქართველოში ტურისტების გაწეული ხარჯები გაიზარდა და 1.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა

66

2018 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა. 

ეს მაჩვენებელი 31.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,144.1 ლარი შეადგინა.

ასევე, 2018 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 2 მილიონი შემოსვლა, რაც 12.7 პროცენტით მეტია 2017 წლის II კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.8 %, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მქონე მოგზაურების მიერ.

                                                           

 

არნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.8%-ით არის გაზრდილი. 

Comments
Loading...