2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9,4%-ით აღემატება

12

დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 44 599.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 9.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.8 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4.4 პროცენტით განისაზღვრა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.2 პროცენტი), მშენებლობა (8.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა;

სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.1 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (13.8 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (5.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.6 პროცენტი), სახელმწიფო
მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.6 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (10.5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (4.1 პროცენტი), განათლება (6.5 პროცენტი),
ტრანსპორტი და დასაწყობება (4.5 პროცენტი).

კლება აღინიშნა მშენებლობის დარგში (-7.2 პროცენტი).

Comments
Loading...