2018 წელს, დე ფაქტო აფხაზეთმა ენგურჰესი-ვარდნილჰესის გამომუშავებული ენერგიის 40,4% მოიხმარა

25

2018 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურჰესი-ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40,4% მოიხმარა. შესაბამისს ინფორმაციას ენერგოპლატფორმა ავრცელებს.

2017 წელს ეს მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 47%, ხოლო 2016 წელს 45,7% იყო.

ზამთრის თვეების განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორია ენგურჰესი-ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%-საც მოიხმარს.

ცნობისთვის, ე.წ. შეთანხმებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია 40/60 პროპორციით უნდა განაწილებულიყო.

Comments
Loading...