- Advertisement -

2017 წლის სექტემბერთან შედარებით, რუსეთიდან ელ.ენერგიის იმპორტი 61%-ით გაიზარდა

33

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში 139.460 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (132.853 მლნ კვტ.სთ) დაახლოებით, 5%-ით მეტია.

იმპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი წილი რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 134.750 მლნ კვტ.სთ. ეს მაჩვენებელი გასული წლის სექტემბრის მონაცემებზე (52.281 მლნ კვტ.სთ) 61%-ით მეტია. აზერბაიჯანიდან საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 4.710 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის შეძენა დაფიქსირდა, გასული წლის სექტემბერში კი ამავე ქვეყნიდან – 80.572 მლნ კვტ.სთ.

ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2018 წელს საერთო ჯამში, საქართველოში სავარაუდოდ, 1 430.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდება.

რაც შეეხება ექსპორტს, სექტემბერი ამ მხრივ პასიური თვე იყო, ისევე, როგორც გასულ წელს. 2017 წლის სექტემბერში საქართველოდან 0.061 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წლის სექტემბერში კი – 0.119 მლნ კვტ.სთ.

Comments
Loading...