2017 წელს საქართველოს 3 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და თურქეთი იყო

52

2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: აზერბაიჯანი, ნიდერლანდები, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ჩეხეთი, აშშ, ლუქსემბურგი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, პანამა, ჩინეთი…

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2017 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 58.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ასახავს სტრუქტურული დიაგრამა No4, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება – 24.6 პროცენტით, მეორეზეა ნიდერლანდები 18.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 15.2 პროცენტით.

 

Comments
Loading...