2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 37 846,6 მილიონი ლარი შეადგინა

14

2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 37 846,6 მლნ. ლარი შეადგინა. შესაბამისს მაჩვენებლებს საქსტატი ავრცელებს.

რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (50,1 პროცენტი), იმერეთი (10,0 პროცენტი), აჭარის ა.რ. (8,9 პროცენტი), ქვემო ქართლი (8,2 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (6,4 პროცენტი).

ქ. თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (27,4 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (14,8 პროცენტი) და მშენებლობა (13,7 პროცენტი).

იმერეთის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მრეწველობა (17,2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (12,9 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა (12,2 პროცენტი). აჭარის ა.რ.-ში – ქვეყნის დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით მესამე რეგიონში – დიდი წილი უკავია მშენებლობას (16,0 პროცენტი) ვაჭრობას, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტს (12,2 პროცენტი), ასევე ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობას (8,8 პროცენტი).

ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი მრეწველობა (37,2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (17,9 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა (7,1 პროცენტი).

Comments
Loading...