2017 წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობამ 101,6 მლნ. ლარი შეადგინა

14

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 101,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 3,0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგზე (25,5 პროცენტი), აგრეთვე, განათლების (24,8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (21,5 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (11,1 პროცენტი) და სხვა სახის მომსახურების გაწევის (10,8 პროცენტი) დარგის ორგანიზაციებზე.

ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 2,6-ჯერაა გაზრდილი ტრანსპორტირება და დასაწყობების დარგში, 2,4-ჯერ მშენებლობაში, 2,2-ჯერ – ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში, 22,3 პროცენტით ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგში, 13,4 პროცენტით განათლებაში და 10,6 პროცენტით პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში.

პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2017 წელს 973,1 მლნ. ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 4,4 პროცენტი).

პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (27,3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (24,9 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (17,4 პროცენტი), განათლების (11,8 პროცენტი) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (10,3 პროცენტი) დარგის ორგანიზაციები.

Comments
Loading...