2016 წელს სვანეთს 25 000-ზე მეტი ტურისტი სტუმრობდა

508

გუშინ სვანეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ “თეთნულდზე” სათხილამურო სეზონი გაიხსნა. არის თუ არა დაფიქსირებული სტუმრების მატება, რამდენი ტურისტი სტუმრობს სვანეთს და სად შეიძლება თხილამურებით სრიალი – ამასთან დაკავშირებით “აიპრესი“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს, ნელი ნავერიანს ესაუბრა.

“თეთნულდის” მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ კურორტი 8400-მდე სტუმარს მიიღებს.

“თეთნულდი” სრული დატვირთვით ჩართული არ არის. კურორტზე, მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულდების შემდეგ, როდესაც ყველა საბაგირო ძალაში შევა, ადგილზე 8400-მდე ადამიანის მიღებაა ნავარაუდები.

კურორტზე მიმდინარე სამუშაოები 2017 წელს დასრულდება.

სამთო-სათხილამურო კურორტ „ჰაწვალს“ იმის გამო, რომ თეთნულდი ჩაირთო ტურისტები არ მოკლებია. ჰაწვალს თავისი მუდმივი სტუმარი ჰყავს. ეს არიან ტურისტები, სამთო სათხლამურო სპორტით დაკავებული პროფესიონალები და მოყვარულები.“- განაცხადა ნელი ნავერიანმა.

2015 და 2016 წელს სვანეთში ტურისტების რაოდენობა 25 000-სს აღემატებოდა.

“სვანეთს უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტები სტუმრობს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ზაფხულის სეზონის ტურიზმი. სწორედ ამ სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნამ განაპირობა ის, რომ თითქმის იმავე რაოდენობის ტურისტია ზამთარში, რამდენიც ზაფხულში.

სრულიად ზაფხულის და ზამთრის განმავლობაში, როდესაც სასრიალო თოვლი უკვე კარგად დევს, ამ დროიდან მოყოლებული, გასულ წელს ტურისტული ცენტრის გავლით, რომელიც აქ მუშაობს 12 200-ზე მეტი ტურისტი შემოვიდა – ეს არის ოფიციალურად და 13 000 ტურისტი კი თვითდინებით არის შემოსული. ჯამში სვანეთს 25 000-ზე მეტი ტურისტი სტუმრობდა 2015 წელს.

2016 წელსაც იგივე ტენდენცია არის შენარჩუნებული, ჯერჯერობით სეზონი არ არის დამთავრებული, კიდევ ველოდებით სტუმრებს ზამთრის სეზონზე. ტურიზმი არის პიკში, ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იმატებს.”- აღნიშნა “აპრესთან საუბრისას ნელი ნავერიანმა.

როგორც გამგებლის პირველი მოადგილე აცხადებს, უცხოელი ტურისტები თავის შთაბეჭდილებას თავიანთ ახლობლებს უზიარებენ და შემდეგ ისინიც ჩადიან სვანეთის მოსანახულებლად.

“სვანეთს მუდვივი მომნახულებელი ჰყავს. ჩამოსული ტურისტები თავიანთ ქვეყნებში სვანეთს რეკლამას უწევენ, ალბათ მიღებული შთაბეჭდილებების გამო.

სახეზე ვცნობთ გარკვეულწილად, იმდენად არიან შეჩვეულები და ასევე მოყავთ თავისი სამეგობრო თუ სანათესაო, ვისაც ურჩევენ სვანეთში ჩამოსვლას.”- განაცხადა ნელი ნავერიანმა.

Comments
Loading...