2012 წლიდან რუსეთის საგარეო ვალი მინიმუმამდე შემცირდა

79

რუსეთის სახელმწიფოს საგარეო ვალი ბოლო 6 წლის განმავლობაში მინიმალურ ზღვრამდე შემცირდა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო ვალი, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, 3,629 მილიარდი დოლარით შემცირდა.  მაჩვენებელმა 47,332 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2012 წლიდან აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.

6 წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის საგარეო ვალი 48-56 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა. 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის საგარეო ვალი 36,839 მილიარდი დოლარია, თუმცა ეს ციფრი არ ითვალისწინებს სახელმწიფო გარანტიებს უცხოურ ვალუტაში (10,492 მილიარდი აშშ დოლარი).

Comments
Loading...