200-ზე მეტი კომპანია ტრამპს, ჩინურ საქონელზე დაწესებული გადასახადების გაუქმებისკენ მოუწოდებს

8

200-ზე მეტი კომპანია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩინურ საქონელზე დაწესებული საბაჟო გადასახადების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-ის ხელისუფლება სექტემბერში, ფეხსაცმლის უმეტეს პროდუქციაზე ჩინეთიდან საბაჟო გადასახადებს გაზრდის, ეს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს თვითონ ამერიკელებს.

კომპანიები აცხადებენ, რომ მათი გათვლით, 15%-ით გაძვირებული საბაჟო გადასახადები შემსყიდველებს დამატებით 4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდებათ მთლიანობაში.

ტელეკომპანია CNN აქვეყნებს წერილს, რომელსაც ხელს აწერენ ისეთი კომპანიები, როგორიც არის Adidas, Converse, Crocs, Nike, Dr Martens და სხვა. წერილში ნათქვამია, რომ გაზრდილმა საბაჟო გადასახადებმა, ფასების ზრდა მხოლოდ შტატებში კი არა, არამედ სხვა ქვეყნებშიც შესაძლოა გამოიწვიოს.

აქამდე ტრამპმა განაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან ჩინეთიდან ექსპორტირებულ საქონელზე გადასახადი 10%-ის ნაცვლად 15% გახდება. მან აგრეთვე განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან კი ტარიფები 25%-ის ნაცვლად 30% გახდება.

Comments
Loading...