1995 წლიდან მოყოლებული პირველად, წელს Victoria’s Secret Fashion Show არ ჩატარდება

5

საცვლების კომპანია Victoria’s Secret, პირველად 1995 წლიდან მოყოლებული, ფინანსური პრობლემების გამო, თავის ყოველწლიურ შოუს Victoria’s Secret Fashion Show წელს არ ჩაატარებს. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა სტიუარტ ბურგდოერფერმა განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია Victoria’s Secret-ის მარკეტინგის შეცვლა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აქამდე, Victoria’s Secret-მა გამოაქვეყნა ანგარიში კვარტლების მიხედვით, რომელშიც კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, რომ კომპანიის გაყიდვები შემცირდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ბრენდის ვებ-გვერდიდან გაყიდვები 7%-ით დაეცა, ხოლო კომპანიის აქციების ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 50%-ით შემცირდა.

კომპანია აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ შემუშავდება ახალი ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი.

ბრენდის ჩვენებები, 1995 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ტარდებოდა, თუმცა აღსანიშნია, რომ გასული წლის შოუს, არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. 2018 წელს შოუს მაყურებელთა რაოდენობამ 3,3 მილიონი შეადგინა, ხოლო 2017 წელს – 5,5 მილიონი. ბრენდის ჩვენებებში მონაწილეობას ისეთი ცნობილი ტოპ-მოდელები იღებდნენ, როგორიც არის ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ტაირა ბენქსი და სხვა.

Comments
Loading...