175 339 პირმა კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან 43 524 200 ლარი უკვე მიიღო

22

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით –  19 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 144 674 პირი. მათგან 84 564 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 25 369 200 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 775 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 18 155 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე https://www.moh.gov.ge/, სადაც კომპენსაციის მიმღები პირები სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით დარეგისტრირდებიან. ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად რეგისტრაცია შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე https://compensation.moh.gov.ge/.

პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება მხოლოდ თვითდასაქმებულებს გააჩნიათ. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

განაცხადებს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში.

Comments
Loading...