15 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება

5

მიმდინარე წლის 15 აპრილის დილის 10:00 საათიდან შუადღის 15:00 საათამდე გორის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ახალდაბას, ერგნეთს, ვარიანს, ზემო ნიქოზს, ზემო ხვითს, თედოწმინდას, ამეღვრეკს, ზემო ნიქოზს, საქაშეთს, ფხვენის, ქვემო ნიქოზს, ქვემო ხვითს, ყელქცეულსა და შინდისს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 15 აპრილის 15:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...