დღეს, 13 მაისს gwp კანდელაკის ქუჩაზე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს

9

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა კანდელაკის ქუჩაზე სრულად განაახლა 3 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა. კომპანიამ სტაბილური წყალმომარაგებისთვის, ახალ ქსელზე თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს – ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია დღეს, 13 მაისს განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13 მაისს დღის 12:00საათიდან 14 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

კანდელაკის, ბუდაპეშტის, დელისის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე ნუცუბიძის ქუჩის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს.

სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

Comments
Loading...