14 მაისის ქალაქ ქუთაისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

4

ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

მიმდინარე წლის 14 მაისის ღამის 00:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში კერძოდ, შემდეგი ქუჩების ავტომშენებლის №1, 2, 4ა, 6, 8, 10, 12-ის; ზ. ჭავჭავაძის, ანა კალანდაძის, არჩილ კოსტავას, ბაღდათის, ბელიაშვილის, ბრეგაძის, ნიკოლაძის, გაგრის, გორა საქუსლიას, გუნიას, დედაენის, დოდო აბაშიძის, ვეფხისტყაოსნის, ზურაბ კუხიანის, თამარაშვილის, თერჯოლის, ხვიჩიას, კოლხეთის, ლებანიძის, მ. მაჭავარიანის, მაჩაბელის, სულაბერიძის, ქორქიას, ოჩამჩირის, პოზნანის, ჟიტომირის, ჭიაურელის, სააკაძის, სამტრედიის, საჩხერის, ფურცელაძის, ქიაჩელის, ღვინიანიძის, შერვაშიძის, ძმები ფრუიძეების, წმ. ლუკას, წმ. საბას, ხარაგაულისა და ხონის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 14 მაისის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...