- Advertisement -

10 ოქტომბერს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

12

10 ოქტომბერს, დასაქმების ფორუმი კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა  და „საქართველოს ბიზნესის აკადემია – CBA”-ს ჩართულობით დასაქმების ფორუმი გაიმართება.

მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი  N18/22 („საქართველოს ბიზნესის აკადემია – CBA”-ს).

ხანგრძლივობა: ფორუმი 14:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება  .

დასაქმების ფორუმზე 25 -მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი.

ანალოგიური ფორუმები,  თბილისის მასშტაბით, მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, გლდანის,  საბურთალოსა და სამგორის რაიონებში

დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge – ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

Comments
Loading...