1-21 ივნისის მონაცემებით, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ტურისტების ვიზიტების რაოდენობა 7.4%-ით გაიზარდა

15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ვიზიტების შესახებ 2019 წლის 1-21 ივნისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ტურიზმის სექტორის არაერთი ექსპერტი საუბრობს შექმნილ ვითარებაზე და აკეთებს პროგნოზს, აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია, რათა სპეციალისტებს საშუალება ჰქონდეთ ანალიზისთვის გამოიყენონ უახლესი მაჩვენებლები.

2019 წლის 1-21 ივნისის პერიოდის მონაცემებით საქართველოში 561,619 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +21%. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 481,826 შეადგინა, რაც 93,346-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +24%-ია).

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 307,262 შეადგინა, რაც 51,692-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +20.2%).

2019 წლის იანვარი-ივნისი მონაცემებით საქართველოში 3,550,097 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +7.6%. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,983,796 შეადგინა, რაც 204,660-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +7.4%).

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,962,425 შეადგინა, რაც 173,070-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +9.7%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლის ივნისის სტატისტიკური მონაცემების სრულ ინფორმაციას ივლისის თვის დასაწყისში შეაჯამებს.

Comments
Loading...