ჰოსპიტალური ქსელი ,”მედალფა” ბათუმში მრავალპროფილურ კლინიკას ხსნის

40

ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ 2019 წლის 19 ივლისს, 12:00 საათზე ბათუმში ხსნის ახალ, თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიურ კლინიკას – „მედალფა ბონის კლინიკა“.

„მედალფა“ მზარდი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე. დღეისათვის იგი 7 კლინიკას აერთიანებს საქართველოს მასშტაბით: თბილისში, ბათუმში, მახინჯაურში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და კასპში.

ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფა“ 2016 წელს ბათუმში შეიძინა ყოფილი მეორე კლინიკური საავადმყოფოს შენობა და მოახდინა მისი სრული რეაბილიტაცია-მოდერნიზება. დღეისათვის „მედალფა ბონის კლინიკა“ 55 საწოლზეა გათვლილი, რომელიც ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. კლინიკა მომსახურებას უწევს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პაციენტებს. კლინიკაში ფუნქციონირებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების განყოფილება.

ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ პირველია საქართველოში, რომელიც სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი იაპონური ფირმის „Hitachi” ოფიციალური პარტნიორია (შპს „ინტერმედსერვისის“ მეშვეობით).

„მედალფა ბონის კლინიკა“ მუდმივად შესთავაზებს მოსახლეობას საინტერესო სამედიცინო სიახლეებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის პროგრამას. პირველი ასეთი პროგრამა უკავშირდება კლინიკის ოფიციალური გახსნას და მოიცავს ექიმ-სპეციალისტთა უფასო კონსულტაციას და განსაკუთრებულ ფასდაკლებას როგორც კლინიკურ-ლაბორატორიულ, ისე მაღალტექნოლოგიურ სადიაგნოსტიკო კვლევებზე.

კლინიკის გახსნას დაესწრებიან:

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე
აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი – ზაალ მიქელაძე
ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე
აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები
“ავერსის” და “მედალფას” დამფუძნებელი – პაატა კურტანიძე
მოწვეული სტუმრები.

ტელევიზიების მოსვლა: 19 ივლის, 12:00სთ, მისამართზე – ქალაქი ბათუმი, გოგოლის შესახვევი #2.

Comments
Loading...