ჰაკერებმა, WhatsApp-ის მეშვეობით, 20 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების სმარტფონებზე წვდომა მოიპოვეს

5

ჰაკერებმა, WhatsApp-ის მეშვეობით წვდომა მოიპოვეს მინიმუმ 20 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების ჭკვიან ტელეფონებზე. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ აშშ-ის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, პაკისტანის, მექსიკისა და ინდოეთის მოქალაქეები.

დღის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ WhatsApp-მა და მესინჯერის მფლობელმა კომპანიამ Facebook, ისრაელური კომპანია NSO Group-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ისრაელური კომპანია სპეციალური სამსახურებისთვის სოფტის შექმნაზე მუშაობს. სარჩელში ნათქვამია, რომ NSO Group-მა, WhatsApp საზიანო პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელების მიზნით გამოიყენა, რომელის მსხვერპლი თითქმის 1 400 მომხმარებელი გახდა. მათ შორის არის იურისტები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, დიპლომატები და სხვა უცხოელი მაღალი თანამდებობის მქონე პირები.

თავად კომპანია NSO Group უარყოფს ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ მისი პროდუქცია შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს სამართალდამცველ ორგანოებს დამნაშავეების დაჭერაში.

Comments
Loading...