ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

5

დღეს, 10 ოქტომბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის სატუმბო სადგურზე ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნამ სატუმბო სადგურის ავარიულად გამორთვა გამოიწვია.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის და კრწანისის რაიონის ქუჩების ნაწილს.

წყალმომარაგება 15:00 საათიდან აღდგება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

Comments
Loading...