ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

20

დღეს, 20 ივნისს მუხიანის აგარაკებზე, გობრონიძის N62-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე საცხოვრებელი სახლია დაშენებული, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.

ქსელზე დაშენებული საცხოვრებელი სახლისა და დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელია ქსელის 130 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვალოს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია დღეს მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს და რეაბილიტაციის დასრულებამდე დროებით წყალმომარაგების სისტემას მოაწყობს.

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა. წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე ხვალ, 21 ივნისს, 13:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

მუხიანის აგარაკებში: ვარდისუბნის, განთიადის, ანაგის, გაზაფხულის, შუამთის, მუხის, ერთობის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

Comments
Loading...