ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

12

“დღეს, 5 ივნისს, მგალობლიშვილის ქუჩაზე ჯივიპის წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა და წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მომენტალურად დაიკეტა.” – ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდფაუერი ავრცელებს.

“წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლის შემდეგ ოპერატიულად დაიწყება ტექნიკური სამუშაოები მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება 6 ივნისის, დილის 08:00 საათამდე შეზღუდული აქვს: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...