“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალური განცხადებას ავრცელებს

8

დღეს, 15 აპრილს საბურთალოს რაიონში, პეტრიწის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. – ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

“აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 15 აპრილს 13:00 საათიდან 16 აპრილის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ვაჟა ფშაველას გამზ. ნაწილს და კვარტლებს; ყაზბეგის გამზ. ნაწილს; ზემო ვეძისს, შანხაის დასახლებას და მიმდებარე ქუჩებს; ჩიქოვანის და პეკინის ქუჩების ნაწილს; სანდრო ეულის, ჯიქიას და მიმებარე ქუჩებს; ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრო რაიონებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...