“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

6

ხვალ, 13 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ისააკიანის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ტექნიკურ სამუშაოების განახორციელებს. პროექტის ფარგლებში ისააკიანის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერი” ავრცელებს.

“მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ 13 მარტს, 20:00 საათიდან 14 მარტის დილის, 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანი-ნაძალადევის რაიონში:

გაბაშვილის, ბრონშტეინის და მიმდებარე ქუჩებს; მუხიანის I-II მ/რ-ებს, თემქის III მ/რ-ის მე-5 კვარტალს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...