ჯონ ლენონის სათვალეები აუქციონზე 183 000 აშშ დოლარად გაიყიდა

6

ბრიტანელი მუსიკოსის, The Beatles-ის ერთ-ერთი დამაარსებლის ჯონ ლენონის სათვალეები აუქციონზე 183 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აუქციონის სახლი Sotheby’s ავრცელებს.

აუქციონზე სათვალე ალან ჰერინგმა – The Beatles-ის ყოფილი დრამერის რინგო სტარის მძღოლმა გაიტანა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გახდა სათვალის ახალი მფლობელი, რა ვრცელდება.

აღნიშნული სათვალე ჯონ ლენონს 1966 წელს მისცეს, როდესაც იგი ფილმში როლის შესასრულებლად ემზადებოდა. ჰერინგმა კი იგი ორი წლის შემდეგ მიიღო, მას მერე, რაც იგი მუსიკოსს ავტომობილის უკანა სავარძელზე დარჩა.

Comments
Loading...