ჯონ კენედის სახელობის აეროპორტის მოდერნიზაციისთვის 13 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება

32

2025 წლისთვის ნიუ-იორკში, მთავარი საჰაერო აეროპორტის – ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაცია განხორციელდება, რაზეც 13 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა განაცხადა.

მისი თქმით, განახლების შემდეგ, ნიუ-იორკის აეროპორტი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად იქცევა. მოდერნიზაციის პროცესი 2020 წელს დაიწყება და 2025 წლისთვის დასრულდება.

აეროპორტს მიემატება ორი საერთაშორისო ტერმინალი, ტექნიკის დასატენი ბევრი ზონა, უფასო Wi-Fi და ნაგებობაში გამოფენების მოწყობის შესაძლებლობაც იქნება. 2035 წლისთვის კი, აეროპორტი ყოველწლიურად 80 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

NYT აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რეისი აგვიანებს. კენედის სახელობის აეროპორტს აშშ-ის უმსხვილესი 19 აეროპორტებიდან მე-14 ადგილი უჭირავს.

Comments
Loading...