ჯიპიაი ჰოლდინგმა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე “Meliora 2018” ჯილდო მოიპოვა

7

ჯიპიაი ჰოლდინგმა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე ‘Meliora 2018’ ჯილდო მოიპოვა. ჯიპიაის განხორციელებული მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერის პროგრამა, სპეციალურად მოწვეულმა, საერთაშორისო ჟურიმ საუკეთესოდ მიიჩნია და კატეგორიაში, წლის კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე, კომპაინიამ პირველი ადგილი დაიკავა. დაჯილდოვების ცერემონია 13 დეკემბერს გაიმართა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” ავრცელებს.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა არის სოციალური პროექტი, რომელიც “ჯიპიაი ჰოლდინგის” ინიციატივით შემუშავდა, იგი ორიენტირებულია მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების ხელშეწყობაზე.

პროექტის მიზანია, ზოგადად, დაზღვევის, როგორც ფინანსური თავდაცვის მექანიზმის პოპულარიზება და მეწარმეთა ჩართვა სადაზღვევო სისტემაში. პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს “ჯიპიაი ჰოლდინგი” თავად უფინანსებდა დაზღვევის ღირებულების 50%-ს და ამასთან, სთავაზობდა მათ ტენინგების სერიას გაყიდვების მართვაში, რისკების მართვაში და ა.შ.

პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი იყო ასევე მობილური ჯგუფები, რომელთა მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ბიზნეს რისკების დაზღვევის თაობაზე.

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, “ჯიპიაი ჰოლდინგის” საოპერაციო დირექტორი:

“მცირე და საშულო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამით ათასობით მეწარმემ ისარგებლა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის შედეგები, რაც მათ ამ პროექტმა მოგვიტანა – ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძარი, რომელიც პროგრამის ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში მოხდა.

როგორც აღმოჩნდა, დაზარალებულთა 70% ჯიპიაი-ში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში იყო დაზღვეული. ხანძრის შედეგად დაზარალებულ 8 მეწარმეს კომპანიამ 600 000 ლარი აუნაზღაურა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მსგავს პროექტებს უაღრესად დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან რეალური ფინანსური სარგებელი მოაქვს მეწარმეებისთვის, რომლებიც შესაძლოა ვერ გაუმკლავდნენ მარტო ისეთ მოვლენებს, როგორიცაა სტიქიური უნედურება, ხანძარი ან სხვა კატასტროფა. ეს ჩვენი, როგორც სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობაა, რომ ინტენსიურად ვიმუშავოთ ცნობიერების ამაღლებაზე და რაც შეიძლება მეტი მეწარმე ჩავრთოთ მსგავს პროგრამებში”.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მასში განსხვავებული პროფილისა და მასშტაბის 41 კომპანია, მათ მიერ განხორციელებული, საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი, 76 პროექტით იღებდა მონაწილეობას. პროექტები როგორც ქართველმა, ასევე უცხოეთიდან სპეციალურად ამ კონკურსისთვის მოწვეულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი “მელიორა 2018” ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში წელს პირველად გაიმართა. კონკურსი ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოვებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში სამაგალითო ინიციატივებს ახორციელებენ და ცდილობენ საქართველო უკეთესობისკენ შეცვალონ.

Comments
Loading...