ჯიპიაი ჰოლდინგმა გაერო-ს მეხუთე გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

5

6-12 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული იმართება, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ღონისძიების გზავნილია – გაუფრთხილდი სიცოცხლეს #ხმააიმაღლე და მისი მიზანია მძღოლებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობადობის ამაღლება და საგზაო მოძრაობის რისკების განსაზღვრა.

კვირეულის მხრადამჭერი და პარტნიორია სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი”, რომელმაც 8 მაისს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ორგანიზებით “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” და “ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ისაუბრა დაზღვევაზე, როგორც საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე. სტუდენტებთან საუბრის ერთ-ერთი თემა ავტომფლობელის მესამე პირის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონიც იყო, რომელიც საგაზო უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთ საკვანძო საკითხადაა მიჩნეული.

სტუდენტებთან შეხვედრის მთავარ თემად კი საგზაო უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების შესაძლებლობები იყო განხილული.

შეხვედრის დასრულდა აქცია – პერფორმანსით, რომელმაც უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებულ შუქნიშნებთან გადაინაცვლა – სტუდენტებმა მძღოლების ცნობიერების ასამაღლებელ აქცია გამართეს და ზებრა გადასასვლელზე სლოგანებიანი ტრანსპარანტებით მოუწოდბენ საგზაო წესების დაცვისკენ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს 2018 სტატისტიკური ინფორმაციით, საქართველოში 2018 წელს 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 459 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9,047 დაშავდა. 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოავარიების რაოდენობა 6%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 7%-ით გაიზარდა.

Comments
Loading...