“ჯიპიაი ჰოლდინგი” ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

5

პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება, ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს,  პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღუარა.

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. ჯიპიაი ავტომობილების სტიქიისგან დაზღვევას მეხუთე წელია აფინანსებს და მსხვილი რისკებისგან დაზღვევას ფიზიკურ პირებს საჩუქრად სთავაზობს. პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში კომპანია მთავარ აქცენტს რეგიონებზე აკეთებს და სტიქიისგან უფასო ავტოდაზღვევის გასავრცელებლად მასშტაბურ ქსელს ქმნის.

ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს და ვრცელდება კერძო პირების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებზე. დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს – წყალდიდობას, ქარიშხალს, მეწყერს, დიდთოვლობას, მიწისძვრასა და ღვარცოფს.

სტიქიისგან უფასო ავტოდაზვევა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სოციალური პროექტია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა და სადაზღვევო კულტურის განვითარება იყო. 4 წლის განმავლობაში ჯიპიაის პროგრამაში 95 000 ავტომფლობელი ჩაერთო, საჩუქრად გაცემული პოლისების საფუძველზე ჯიპიაიმ მხოლოდ წელს ასზე მეტ დაზღვეულს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „უკვე 4 წელია ავტომფლობელებს სტიქიისგან დაზღვევას საჩუქრად გადავცემთ, ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ზოგადად დაზღვევის ცნობადობა რეგიონებში ძალიან დაბალია. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი სოციალური პროგრამის მეორე ეტაპი კონკრეტულად რეგიონებს მივუძღვნათ. ვქმნით ქსელს, რომ ჩვენი წარმომადგენლები თვითონ მივიდნენ თითოეულ სოფელსა თუ ქალაქში, იმისთვის რომ ამ სოციალურ პროგრამაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩავრთოთ – ვაჩუქოთ დაზღვევა და მივცეთ საშუალება თავად დარწმუნდეს, დიდი ფინანსური რისკებისგან თავის დაცვა შესაძლებელია!.“

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგებმა აჩვენა, რამდენად დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის რისკების მენეჯმენტისა და ფინანსური ზარალისგან თავდაცვის ეფექტური სისტემის არსებობა. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ამ გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სადაზღვევო მექანიზმებია. ჯიპიაი ჰოლდინგის სტიქიისგან დაზღვევა სწორედ ამ მექანიზმის შექმნის მცდელობაა.

კანდიდატებმა, ვისაც სურთ გახდნენ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ რეგიონალური წარმომადგენლები უნდა დარეკონ ჯიპიაის ცხელ ხაზზე 032 2505 111.

***
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი – 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგის 6 ფილიალსა და 40 რეგიონალურ წარმომადგებლობაში 830 ადამიანი მუშაობს და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაი ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში.

Comments
Loading...