“ჯიპიაი ჰოლდინგი” დაზღვეულების თურქეთის 7 წამყვან კლინიკაში მკურნალობის თანადაფინასებას სთავაზობს

16

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგმა” საზღვარგარეთ მკურნალობის საკონსულტაციო ცენტრ “მედიქალ სერვის ესისთანსთან” ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო – ამიერიდან, ჯიპიაის დაზღვეულებს  შესაძლებლობა აქვთ, თურქეთის 7 წამყვან სამედიცინო კომპანიასთან უმაღლესი დონის სამედიცინო სერვისზე 10%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ და სრულიად უფასოდ მიიღონ კონსლუტაციები საზღვარგარეთ დიაგნოსტიკასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით.

  • Anadolu Medical Center – 2 სამედიცინო ცენტრი;
  • Medical Park – 29 სამედიცინო ცენტრი;
  • MEDICANA -12 სამედიცინო ცენტრი;
  • MEMORIAL -12 სამედიცინო ცენტრი;
  • KOC University Hospital – 1 სამედიცინო ცენტრი;
  • American Hospital -1 სამედიცინო ცენტრი;
  • MEDAMERICAN Ambulatory Care Center.

ეს ის სამედიცინო ცენტრებია, სადაც ჯიპაის ჯანმრთელობის ინდივიდუალური და კორპორატიული პაკეტების მფლობელებს  შესაძლებლობა აქვთ ჩაიტარონ პროფილაქტიკური კვლევები, დიაგნოსტიკა, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (“პეტ-კტ”), გადაამოწმონ საქართველოში დასმული დიაგნოზი, დაგეგმონ და ჩაიტარონ ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის DaVinci რობოტული ქირურგიით), რადიაციული თერაპია,  ორგანოების გადანერგვა (მათ შორის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია) და მიიღონ სრულფასოვანი სამედიცინო სერვისები როგორც მოზრდილთათვის ასევე პედიატრიული ასაკის პაციენტებისთვის.

გარდა იმისა, რომ საკონსულტაციო ცენტრი  პაციენტს აწვდის სრულყოფილ, ამომწურავ ინფორმაციას საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებულ პროცედურებზე,  დაზღვეულის მინიმალური ჩარევით, უზრულველყოფს საჭირო დოკუმენტაციების მობილიზებას (შესაძლებელია, ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციის პროფესიონალური თარგმნაც), კლინიკებთან კომუნიკაციის დამყარებასა და მყისიერ უკუკავშირს.

ხოლო, მას შემდეგმ რაც მოხდება პაციენტსა და კლინიკას შორის შეთანხმება, კომპანია უზრუნველყოფს გამგზავრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას- ტრანსპორტირება, ჯავშნები, კლინიკის პერსონალთან შემდგომი კომუნიკაცია.

ბესიკ ფესტვენიძე -ჯიპიაი ჰოლდინგის სამედიცინო დირექტორი – “ჩვენი ჯანმრთელობის კორპორატიული პაკეტებით საზღვარგარეთ მკურნალობა კონკრეტული ლიმიტით იფარება , იმ შემთხვევაში თუ მოცემული დიაგნოზის  მკურნალობა საქართველოში ვერ ხერდება. თუმცა დამატებითი სერვისი, რომელიც საორგანიზაციო და საკომუნიკაციო საკითხებში დაეხმარება დაზღვეულს, არ მოიცავს. გარდა ამისა, ხშირად პაციენტს სურს დიაგნოზისა და მკურნალობის მეთოდის გადამოწმება უცხოელ სპეციალისტებთან და  “მეორე აზრის” გაგება, რაც არც თუ ისე მარტივი და სწრაფი პროცედურაა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი დაზღვეულებსითვის მეტი კომფორტი შეგვექმნა და შესაძლებლობა მიგვეცა პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის თავიდან აერიდებინათ ხანგრძლივი, ბიუროკრატიული პროცესი და თან ფასდაკლებითაც ესარგებლათ. ამ მომსახურებითა და ფასდაკლებით სარგებლობა კი შეუძლიათ როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული პაკეტების მფლობელებს.”

თეიმურაზ ჩიხლაძე-მედიქალ სერვის ესეისთენსის დირექტორი – “ხშირად არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი მოგვმართავს კონკრეტული დიაგნოზით საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავეცნობით სიტუაციას, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ დიაგნოზით საერთოდ არ არის მიზანშეწონილი უცხო ქვეყნის კლინიკებს მივმართოთ და ვაძლევთ შესაბამის კონსულტაციებს, რითაც მას თავიდან ვარიდებთ გაუმართლებელ ხარჯებს. თუმცა მეორე პრობლემაა, როცა საჭიროა საზღვარგარეთ მკურნალობა, მაგრამ პაციენტი თავისი ძალებით ცდილობს კლინიკის შერჩევას. ამ დროს დიდია ალბათობა, ვერ მოხვდეს  საჭირო ადგილას, საჭირო სპეციალისტთან, რთულია კომუნიკაცია იქაურ პერსონალთან, გარდა ამისა, უამრავი ძვირფასი დრო იხარჯება საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. ამ ყველაფრში კი ჩვენი ცენტრი ეხმარება, ხოლო ჩვენი და ჯიპიაის თანამშრომობით დაზღვეულები ყველა საჭირო პროცედურას 10%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. პაციენტს, დაზღვეულს კი შესაძლებლობას ვაძლევთ კონცეტრირდეს მხოლოდ მკურნალობასა და გამოჯანმრთელებაზე.”

აღსანიშნავია, რომ სტანდარტულად სადაზღვევო პაკეტებით მსგავსი სერვისები არ იფარება, თუმცა ჯიპიაის დაზღვეულებისთვის “მედიქალ სერვის ასისტანსის” მეშვეობით,  ეს სერვისი უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ფასდაკლებით სარგებლობა კი შეუძლიათ, როგორც ახალ, ისე უკვე მოქმედი პოლისების მფლობელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დაზღვეულმა პირველადი მიმართვა უნდა გააკეთოს  სადაზღვევო კომაპნიასთან ან Medical Service Assistance-თან, მისამართზე თბილისი, სააკაძის დაღმართი #11 (ბიზნეს ცენტრი “პანორამა”) საოფისე სივრცე #208; ტელ: +995 514 92 46 46 ელ.ფოსტა: t.chikhladze@gmail.com    medservice.mail@gmail.com

Comments
Loading...