ჯივიპი, 25 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

4

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, თაქთაქიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა.

პროექტის ამ ეტაპზე შეიცვალა 260 მეტრი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების განახლებულ სისტემაზე  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10  მლნ ლარის  ინვესტიცია განახორციელა.

ჯივიპი,  25 ნოემბერს წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს განხორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ,  25 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან  26 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; თაქთაქიშვილის, მირცხულავას, ავალიშვილის ქუჩებს; ფალიაშვილის, არაყიშვილის, აბაშიძისა და მოსეშვილის ქუჩების ნაწილს;

ჯივიპი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის და წყალმომარაგების აღდგენამდე  მოსახლეობას წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

Comments
Loading...